LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

#ამსისტემისდედაც ბიძინას კედელზე! ამ წარწერას კიდევ ბევრჯერ ნახავთ, იმიტომ რომ მარიანა ჩოლოიანი გაათავისუფლეს: ხოშტარია

70
1

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლების შემდეგ, პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთ ფორმას მიმართა პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის კედლებზე დაწერა “ამ სისტემის დედაც”.

ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ საზოგადოება ამ წარწერას კიდევ ბევრჯერ ნახავს, რადგან სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანი გაათავისუფლეს:

“#ამსისტემისდედაც ბიძინას კედელზე!

ამ წარწერას კიდევ ბევრჯერ ნახავთ იმიტომ, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანი გაათავისუფლეს ხოლო “დროას” წევრი შუშანა მაცაბერიძე, ამ ფაქტის გაპროტესტებისთვის დააკავეს.” – წერს ხოშტარია.

მანამდე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ძალიან ამაყია, რომ მისი გუნდის წევრია შუშანა მაცაბერიძე, რომელიც სამინისტროს წინ წარწერის გამო დააკავეს. “ხელისუფლებას კი მინდა შევპირდე, რომ ეს წარწერები კიდევ გაჩნდება და გაჩნდება ისეთ ადგილებში, სადაც მათ არ ესიამოვნებათ.” – თქვა ხოშტარიამ. 

შეგახსენებთ, 2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლემ, ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოიკითხა “მწვანე სკოლის” კედლებზე გაკეთებული წარწერებისთის – “ამ ცხოვრების დედაც”.

მოზარდი გამოკითხვაზე ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორივეჯერ მარიანა ჩოლოიანმა დაჰკითხა. ლუკა სირაძე მიღებული დაზიანებების შედეგად, 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია

ჩოლოიანის ციხიდან გამოშვება ჩვენთვის მიუღებელი და დამცინავია: ლუკა სირაძის ძმა

გვიტოვებენ განცდას, რომ სამართალს ვერ ვიპოვით, მარიანა ჩოლოიანს მფარველობენ: ლუკა სირაძის დედა

„ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება ლუკა სირაძისა და მისი ოჯახის მიმართ“ – საია მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლების შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები