„მიწისქვეშა პარკინგზე ოპოზიციას ველოდები, „ნაციონალურ მოძრაობას“ 1 ლარად ვაძლევთ. სად არიან? ამოვიდნენ სარდაფებიდან,- ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე კითხვას, თუ რატომ ჩავარდა რამდენიმე ტენდერი, რომელიც მიწისქვეშა პარკინგების განხორციელებას გულისხმობდა.
“გადატრიალებას კი არა, საქმეზე გელაპარაკებით. მზად ვართ, ერთ ლარად გადავცეთ მიწისქვეშა ლოკაციები, სადაც შესაძლებელია პარინგების განხორციელება. მივცემთ ერთ ლარად და გააკეთონ,“- აცხადებს კალაძე.