LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამორალურია ის, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს, ასეთი ძალადობის ფაქტების თანმდევად, მინიმუმ, შს მინისტრი უნდა გადადგეს: ვაშაძე

52
გიორგი ვაშაძე

“ამაზრზენი და მიუღებელია, როდესაც პარლამენტის დერეფნებში დაიპარებიან უმრავლესობის წევრი დეპუტატები, რომლებიც არ ეთანხმებიან იმ ძალადობას, რაც ხდება, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. უფრო ამაზრზენია, როდესაც პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს ქვეყნის ხელმძღვანელობა ყველაფერ იმაზე, რაც ხდება.” – აცხადებს სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე და “თბილისი პრაიდის” ღონისძიებების გამო, დღეს მომხდარ ძალადობაზე საუბრობს.

ვაშაძის თქმით, ამაზრზენი და მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა ორგანოებს არავითარი დავალება არ აქვთ მიცემული, რომ ძალადობა აღკვეთონ.

მისივე განცხადხებით, ამორალურია ის, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს:

“ქრისტიანული სარწმუნოება არის სიყვარული და მიტევება და არა ძალადობა, თავ-პირის მტვრევა, ქუჩაში ანგარიშსწორება. მეგობრებო, ყველას აქვს საკუთარი აზრი, ჩვენ კითხვა უნდა დავსვათ, როგორი სახელმწიფოს აშენება გვინდა, გვინდა სახელმწიფოს შენება, სადაც ქუჩაში ერთმანეთს ვუპირისპირდებით და ვძალადობთ, თუ სახელწიფოს აშენება, სადაც ყოველთვის პატივს ვცემთ ერთმანეთს და სიყვარულით ვეპყრობით. გვინდა სახელმწიფოს აშენება, სადაც მთავარი წარმმართველი არის ფიზიკური ანგრიშსწორება თუ სახელმწიფოს აშენება, სადაც კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე თანასწორობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

მართლა ამორალურია ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. წესით, ასეთი ძალადობის ფაქტების თანმდევად, მთავრობა უნდა გადადგეს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ ვფიქრობ, შსს-მ, რომელმაც ვერ დაიცვა ადამიანების უსაფრთხოება და ახლაც მიმდინარეობს ქუჩაში ძალადობა, როგორც მინიმუმ, შს მინისტრი უნდა გადადგეს, თუ არა მთლიანად მთავრობა ამ ყველაფრის გამო. არ იცავთ ჟურნალისტებს, არ იცავთ ტურისტებს, მათ რაღა დააშავეს?!

არ იცავთ არც ერთ ადამიანს და პირიქით, წამქეზებლურ განცხადებებს აკეთებთ ამ ყველაფერზე. რა დემოკრატია, რა დასავლეთი, რა განვითარება. რომელ ქართულ ტრადიციაზე, რომლ ქართულ კულტურაზე მესაუბრებით საერთოდ?! თქვენ საერთოდ გიყვართ სამშობლო?” – თქვა ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები