საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი 7 ნოემბერს დაგეგმილ აქციას ამორალურს უწოდებს.
“ამორალური და განსაკუთრებული უტიფრობაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გეგმავს.
თინა ხიდაშელი: “7 ნოემბერს რუსთაველზე რომ შეიკრიბებით მერე საღამოს რიყეზე ჩავლა არ დაგავიწყდეთ”
ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ისინი ოცნებობენ, კიდევ ერთი 7 ნოემბერი მოუწყონ ამ ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას. ისინი არ ნანობენ იმ დანაშაულებს, რომელიც აქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე. ამითი კიდევ ერთხელ ამჟღავნებენ რეალურ ბუნებას, რეალურ მიზნებს, რასაც ჩვენი სახელმწიფო არასდროს აღარ დაუშვებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, დღევანდელ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია აქციას 7 ნოემბერს გამართავს.
ელენე ხოშტარია: “აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს”