LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამონარიდი ორკების ჩატიდან: მეგობრებო, ვინც საქართველოში ხართ უკვე, Z სტიკერები მოვხსნათ მანქანებიდან?”…მეორე ბუჩა-გაგრას მოგვიწყობენ აქ” – რას წერს ქაცარავა

197
BeFunky-collage (12)

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში საქართველოში ჩამოსული რუსების მიმოწერიდან ამონარიდს აქვეყნებს და მოსახლეობას მიმართავს კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე “ამ ორკებს თავშესაფრის მოძიებაში ხელს გაუწვდიან”.

ქაცარავას მოსაზრებით, საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები უნდა დაწესდეს.

“მობილიზაციას საქართველოსკენ გამოქცეული ორკების ჩატებიდან :

“მეგობრებო, ვინც საქართველოში ხართ უკვე, Z სტიკერები მოვხსნათ მანქანებიდან?”

ეს იმ ჰუმანისტებისთვის ერთ-ერთი ამონარიდი, ვინც მოგვიწოდებს არ გავაპროტესტოთ ამ ორკების შემოდინება საქართველოში.

თითქოს აქ გამოქცეული რუსი დეზერტირები ომის წინააღმდეგი არიან. წინააღმდეგი კი არა, სიკვდილი არ უნდათ უკრაინაში, სადაც უკრაინული არმია ძალიან დიდი ალბათობით ამ ხორცს მიაკობზონებს, თორემ სხვისი ხელით უკრაინელების განადგურების ორივე ხელით მომხრეა!

ჰოდა “ჰუმანისტებო”!

კარგად დაფიქრდით, სანამ ამ ორკებს თავშესაფრის მოძიებაში ხელს გაუწვდით.

როგორც კი შანსი მოეცემათ, ეგრევე ჩვენს განადგურებაზე, ჩვენს “დენაციფიკაციას” მოაწერენ ხელს და მეორე ბუჩა-გაგრას მოგვიწყობენ აქ.

სასწრაფოდ დაწესდეს შეზღუდვები ორკების შემოშვებასთან დაკავშირებით საქართველოში!”,- წერს ქაცარავა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

ამავე თემაზე:

პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

პუტინის ახალი შეცდომა, მარცხი, სისუსტე თუ სასოწარკვეთა – როგორ აფასებენ მსოფლიო ლიდერები სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას

რისთვის დაიღუპება ათასობით მამაკაცი? პუტინის სასახლისთვის? – რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციების ჩატარებას გეგმავენ

კიდევ უფრო ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ – რას ამბობს “ოცნება” პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები