LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის განხილვა აქციის ფონზე მიმდინარეობს: რა მოთხოვნები აქვთ საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს

108
FORTUNA.GE-

“თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, “არა პოლიტიკურ დევნას” – ამ მოთხოვნებით საქართველოს პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები და აქციას მართავენ.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში დღეს “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს მეორედ განიხილავენ.

აქციის მონაწილეები პარლამენტის მთავარ შესასვლელთან არიან შეკრებილები. სხვადასხვა ლოზუნგს და ბანერს დღეს კიდევ ერთი დაემატა, მათ შენობასთან მიიტანეს ბანერი წარწერით – “კომუნისტური საქართველო – ბელადი ბიძინა ივანიშვილი”.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, მათი მოთქოვნაა, “ამნისტიის შესახებ” კანონი გავრცელდეს პოლიტპატიმრებზეც და გაათავისუფლონ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები, წინააღმდე შემთხვევაში ისინი საპროტესტო გამოსვლებს არ შეწყვეტენ.

შეგახსენებთ, წარმოდგენილი კანონპროექტით, ამნისტია შეეხება სულ მცირე 44 მუხლით გათვალისწინულ დანაშაულს. მათ შორის არის,  ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, ნარკოდანაშაულები, სხეულის დაზიანების სხვადასხვა კატეგორია.

როგორც ინიციატორები აცხადებენ, შესაძლოა გაფართოვდეს იმ დანაშაულების წრე, რომელთაც შეღავათი შეეხებათ.

 

“ამნისტიის შესახებ” ახალი კანონპროექტი დაინიცირდა – ვინ დატოვებს საპატიმროებს?