LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამნისტიის შესახებ” კანონი არსებული სახით 1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება: ირაკლი კობახიძე

117
FORTUNA.GE-

“ახლანდელი მოცემულობით, ვიდრე მეორე მოსმენით საბოლოოდ იქნება მიღებული, არსებული სახით 1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება „ამნისტიის შესახებ” კანონი.” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა.

როგორც კობახიძე ამბობს, აღნიშნული კანონპროექტის განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე რისკების შეფასებაა:

“იმისათვის, რომ რისკები დაცული იყოს, თითოეული პუნქტი და ნაწილი სათითაოდაა გავლილი. მათ შორის, შეფასებულია ინდივიდუალურად რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ სეგმენტის გათავისუფლებას. დღეს კიდევ საბოლოო სურათი დაზუსტდება.” – განაცხადა კობახიძემ.

“ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს.

საქართველოს კანონის პროექტი “ამნისტიის შესახებ” 16 დეკემბერს დაინიცირდა. წარმოდგენილი კანონპროექტით, ამნისტია შეეხება 44 მუხლით გათვალისწინულ დანაშაულს, თუმცა, შესაძლოა წრე გაფართოვდეს და ის დამატებით 15-20 მუხლს შეეხოს.

 

სურვილი გვაქვს, რომ გაფართოვდეს იმ დანაშაულების წრე, რომელსაც შეიძლება შეღავათი შეეხოს: “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის განხილვა იწყება

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა