LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოების არგუმენტებს მოვისმენთ: სერგეენკო

51
დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დავით სერგეენკო ამბობს, რომ მმართველი პარტია “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს მაინც გაიტანს და მასთან დაკავშირებით საზოგადოების არგუმენტებსაც მოისმენს.

სერგეენკოს თქმით, არ შეიძლება ოპოზიცია მუდმივად შემოთვლების რეჟიმში იყოს და აღნიშნავს, რომ კომიტეტებში უნდა დასხდნენ და საბოლოო შედეგი არგუმენტირებულად შეაჯერონ:

“არ შეიძლება, რომ ოპოზიცია შემოთვლისა და მოძახილის რეჟიმში იყოს – ეს მოგვწონს, ის არაო. უნდა მოვიდნენ, დასხდნენ კომიტეტებში და იქ არგუმენტირებულად შეჯერდეს საბოლოო შედეგი, რომელიც იქნება ყველასთვის მისაღები და სამართლიანი. პარლამენტი ამისთვის არსებობს, რადგან სხვანაირად ადამიანების ჯგუფი დაჯდებოდა სადღაც, მოითათბირებდა და ამოპრინტავდა გადაწყვეტილებას. პარლამენტი იმისთვის არსებობს, რომ ღია დებატებში მოხდეს მოსაზრებების შეჯერება.

“ქართული ოცნება” ამ კანონპროექტს მაინც გაიტანს და საზოგადოების არგუმენტებს მოისმენს. არავის, არც პოზიციას, არც ოპოზიციას აქვს იმის ილუზია, რომ ვიღაცას თვალში ნაცარს შეაყრის.” – თქვა სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები