როდის გასაჯაროვდება ამნისტიის კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის “ეთერში ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონზე მუშაობა დაწყებულია და მიმდინარეობს კონსულტაციები სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებთან.
კობახიძის თქმით, კანონპროექტის მიღება მარტის ბოლოს შესაძლებელი იქნება.
“სერიოზული მუშაობა წარიმართება ამჟამადაც, ძალიან ბევრი პუნქტი არის დასახვეწი. კომუნიკაცია გვაქვს სამართალდამცავ სტრუქტურებთან, იმიტომ რომ მათგან ბევრი სტატისტიკური ინფორმაცია გვჭირდება, ბევრი კუთხით გვჭირდება მონაცემები. დაიხვეწება ეს ყველაფერი და ვფიქრობთ, რომ მარტის ბოლომდე უკვე შესაძლებელი იქნება სამივე მოსმენით ამ კანონპროექტის მიღება,”-აცხადებს ირაკლი კობახიძე.