პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ ამნისტიის შესახებ კანონპროექტში დიდ განსხვავებას ვერ ხედავს.
მისივე განცხადებით, თუ ამნისტიის შესახებ ერთიანი პროექტი იქნება წარმოდგენილი, პარტია „მოქალაქეები“ მას მხარს დაუჭერს.
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება, თუ პოზიციები შეჯერებული არ იქნება და იქნება ცალ-ცალკე პროექტები. თუ ერთიანი პროექტი იქნება, მხარს დავუჭერთ.
შევთანხმდით, რომ ამნისტიაზე შევთანხმდებოდით, თუ ამნისტიის იდეაზე ვერ ვთანხმდებით, მხარს არ დავუჭერთ. ორივე მხარეს ვუსმინე და დიდ სხვაობას ვერ ვხედავ. ვერ გეტყვით, რატომ კამათობენ და ამდენი ენერგია რატომ დახარჯეს“, – აცხადებს ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული “„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.