LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამხელა ცოდვას ვერავის ავკიდებ” – გია შომახია კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევაზე

494
BeFunky-collage (7)

გია შომახიამ, რომელსაც 8 ოქტომბერს კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად მეუღლე და შვილი დაეღუპა, აცხადებს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედია სამწუხარო მაგალითია, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

“მიაქციონ ამ საშინელებას ყურადღება. თხრიან, თხრიან, თხრიან, რა იყო თხუნელა ხარ… ნერვები ამეშალა, უკაცრავად… მაინცდამაინც ეს უნდა მოხდეს მიაქციეთ რა ყურადღება”, – ამბობს გია შომახია.

როგორც მან ტვ “იმედს” განუცხადა, მომხდარზე პასუხისმგებლობას ვერავის ვერ დააკისრებს.

“ამხელა ცოდვას ვერავის ვერ ავკიდებ. შეიძლება გარკვეული მოსაზრება მქონდეს, მაგრამ ვერ ვიტყვი, იქნება არასწორს ვამბობ. შემდეგ სად გავექცე ამ ცოდვას“, – აღნიშნა გია შომახიამ.

ვიდეო: ვკითხე ბავშვს რა დახატე მეთქი და მე და დედა ზეცაში მივდივართო…: ბათუმის ტრაგედიის დროს დაღუპული 12 წლის დათას მამა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები