LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ამიყვანეთ, მე მოგაგებინებთ – მარადონას მანჩესტერის მწვრთნელობა მოუნდა (ვიდეო)

91
2607202-54042750-2560-1440

თუ მანჩესტერს მწვრთნელი უნდა, მე ამიყვანონ. მე მათ ტროფეებს მოვუტან – ეს სიტყვები არც მეტი, არც ნაკლები დიეგო მარადონას ეკუთვნის.

ლეგენდარული ფეხბურთელი თავს „წითელი ეშმაკების“ დამრიგებლად ხედავს.

„თუ „იუნაიტედი“ მწვრთნელს ეძებს, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც მათ სჭირდებათ. ვიცი, რომ ისინი უამრავ მაისურს ყიდიან მთელ მსოფლიოში, მაგრამ მაისურების გაყიდვის გარდა ტროფეების მოგებაც საჭიროა. მე შემიძლია მათ ტროფეები მოვუტანო. „იუნაიტედში“ მე ანდერ ერერა მომწონდა. პოლ პოგბა? ის არ მუშაობს საკმარისად.

მე მითამაშია „ოლდ ტრაფორდზე“ 1984 წელს თასების თასზე. ღმერთო ჩემო, რა ხმაური იყო, პირდაპირ როგორც „ბომბონერაზე“, – თქვა მარადონამ FourFourTwo-ის ინტერვიუში.

 

 

ამჟამად „მანჩესტერის“ მწვრთნელი ნორვეგიელი ულე-გუნარ სულშერია, რომელმაც სეზონის მსვლელობისას შეცვალა ჟოზე მოურინიო.

მარადონა კი მექსიკის მეორე ლიგის „დორადოსს“ წვრთნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები