გადაცემას „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“, რომლის ხილვა YouTube არხზეა შესაძლებელი ადამიანების მენეჯმენტის ტრენერი, მენეჯმენტ კონსულტანტი, დავით გოგიჩაიშვილი სტუმრობდა.
ეს პირველი გადაცემაა მას შემდეგ რაც, ცნობილი გახდა, რომ „პირველი არხის“ ეთერში „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ აღარ გავიდოდა.
ვიდეო: „მოგენატრეთ?“ – გადაცემა „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ YouTube-ზე ბრუნდება
აღსანიშნავია, რომ გადაცემის დაბრუნებამ და გავრცელებულმა ანონსმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამბის მთავარი გმირი განმარტავს, რომ ამ ფორმით გამოუხატა მხარდაჭერა დათო გორგილაძესა და მის გადაცემას ახალ პლატფორმაზე.
„2 წელია ჩემი “ჩერეზ-ძმაკაცი” Dato Gorgiladze მთხოვს, რომ სტუმრად მივიდე და ინტერვიუ ჩავწეროთ. ბევრჯერ შევხვდით, ვეუბნები, რომ არ მიყვარს ინტერვიუები და დიდაქტიკოსობა, საკმარისად ვიყავი ეკრანზე, არაფერი მაქვს სათქმელი და მსგავს მიზეზებს. ნარდიც და ბოულინგიც მოვუგე; თამაში იყო იმაზე, რომ აღარ შემაწუხებდა ამ თხოვნით.
თუმცა, არ გაჩერდა😀 ბოლო შეხვედრაზე მითხრა, ახალ ამბავს ვიწყებ იუთუბზეო, შენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და პირველი შენ მინდა იყოო, უარი არ მიიღებაო. ამიტომ, ინტერვიუს ასეთი ფორმა მოვიფიქრეთ😍
Dato Gorgiladze მე კარგი ფეხი მაქვს და წარმატებები მისურვებია ამ ახალ წამოწყებაში გულით“, – წერს დავით გოგიჩაიშვილი.
იხილეთ გადაცემა სრულად: