გასულ თვეს, 18 წლის არტისტმა, ბილი აილიშმა Billboard Music Awards-ზე კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა, მან ,,საუკეთესო ალბომისთვის” ჯილდო მოიპოვა. ის ერთ-ერთია იმ არტისთაგანია, რომლებიც მიღწეულით არასდროს კმაყოფილდებიან. ახლახლანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის ახალ სინგლს, Therefore I Am გამოუშვებს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით თავად ბილიმ გაავრცელა. მისი განცხადებით, კომპოზიცია 12 ნოემბერს გავრცელდება. ბილიმ ნამუშევრის გარეკანიც გამოაქვეყნა.
„ამ სიმღერის გამოშვებას მოუთმენლად ველი“, – განაცხადა ბილიმ.
მომღერლის ძმამ და მისმა პარტნიორმა, ფინიას ოკონელმა კი პოსტი გადააზიარა და გოგონას თაყვანისმცემლებს მიმართა: „ამისთვის მზად ხართ?“
როგორც ჩანს, წინ შთამბეჭდავი ნამუშევარი გველოდება.
You are not ready https://t.co/p0rjBYlT7H
— FINNEAS (@finneas) November 9, 2020