LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამის წინ ამ ბავშვმა ჭიაყელა დაიჭირა შესაჭმელად” – დედა-შვილი ძროხების სადგომში ცხოვრობს

78

“ფეისბუქის“ მომხმარებელი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც მეგობრებთან ერთად ქველმოქმედებას ეწევა, საზოგადოებას უამბობს დედა-შვილის შესახებ, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.

„დღეს ვიყავი აქ. საშინელებათა ფილმშიც ვერ ნახავთ უარესს. ეს დედა-შვილი, ყველასგან მიტოვებულები, ძროხების სადგომში ცხოვრობს და ამასაც ართმევს ვიღაცა. ჯართს აგროვებენ და ხეზე შერჩენილი ხილით იკვებებიან.  ამის წინ ამ ბავშვმა ჭიაყელა დაიჭირა შესაჭმელად, ძლივს გააგდებინეს ხელიდან. ვერც წარმოიდგენთ რა პირობებში არიან.

ჩვენ ექვსი თვით ვუქირავებთ ნორმალურ ოთახს და მივუტან ხოლმე საჭმელს. ბავშვს ბაღში მივიყვანთ და ერთი სათხოვარი მაქვს:

იქნებ ვინმემ ამ გოგოს სამსახური უშოვოთ ნებისმიერ ადგილას, 500 ლარი მაინც რომ ჰქონდეს ხელფასი. ნებისმიერი სამუშაო გამოდგება.

ბავშვი არის უსაყვარლესი და სანამ ორივე დაავადებულან, რამე უნდა ვუშველოთ. გაავრცელეთ რა ეს ამბავი, იქნებ ვინმეს რესტორანი აქვს, ან რამე კომპანია, სადაც სამუშაო გამოჩნდება ამ გოგოსთვის, სხვა დანარჩენ ამბებს მე მოვაგვარებ. ჩვენი სირცხვილია, ამ ქვეყანაში რომ ასე ცხოვრობს ხალხი,“ – წერს სინჯიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები