დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მშობლებს მოუწოდებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, სკოლის დაწყება გამოიწვევს მობილობის მკვეთრ ზრდას, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა, რადგან ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას.
“მოგეხსენებათ, რომ ერთ კვირაში იწყება სწავლა, ეს არის მობილობის კიდევ ერთი ზრდა და ყველას მშობელს ვთხოვ, რომ დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც უკვე გაცემულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ – სკოლებში მისვლასთან, ბავშვის მიყვანასთან, მხედველობაში მაქვს პატარა ბავშვები და წესების დაცვა. რამე თუ ეს არის მობილობის ყველაზე დიდი ზრდა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ
პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ გაყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა პანდემიის დროს დიდი თავშეყრისგან თავის შეკავებისკენ.
კორონავირუსის დამარცხებას დასჭირდება სულ მცირე 1 წელი: გამყრელიძე