დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსი დაამარცხა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, ამირან გამყრელიძე სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა და ახლა სამსახურშია.
ამირან გამყრელიძე ბინაზე მკურნალობდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი 29 დეკემბერს დაუდასტურდა.