LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამინდი და ფეხბურთი: რა პირობებში თამაშობენ ბურთს (ფოტოები)

70

ფეხბურთი ძალიან პოპულარული თამაშია და ჩათრევა იცის, ამიტომ ძნელია დიდი შესვენებების გაკეთება. იქ, სადაც ზამთარი ძალიან მკაცრი და დაუსრულებელი არ არის, ბურთსაც ლამის მთელი წელი აგორებენ.
სანამ მინდვრის გათბობას მოიგონებდნენ, მანამდე ბევრად რთული იყო. მოკლედ, უამინდობა ფეხბურთის სათამაშოდ წინაღობა არ არის.

 

1926 წლის იანვარი, ლონდონი, „ჰაიბერი“, სადაც „არსენალი“ „მანჩესტერთან“ თამაშს იწყებს.


1947, ისევ „არსენალი და „იუნაიტედი“.


1963, „უაით ჰართ ლეინი“. ექიმები და პოლიციელები „ტოტენჰემის“ მატჩს დარაჯობენ.


1985, მიონხენგლადბახი. „ბორუსიას“ მასკოტი იუწყება, რომ „ჰამბურგთან“ მატჩი გადაიდო.


2001, იტალიური ბოლონია. „პერუჯას“ ნახევარმცველი ჯოვანი ტედესკო გოლს აღნიშნავს, საკუთარ გულშემატკივრებს გუნდას ესვრის.


2006 წელი, „სანდერლენდი“, „ფულჰემი“ და თოვლი.


2009-ის გაზაფხული, სანეფორდი (ნორვეგია). ნორვეგიისა და ინგლისის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი. ტომ ჰადლსტოუნი წითელი ბურთით.


2010, მიუნხენი, „ბაიერნი“-„მაინცი“. სანამ ვან ბომელი არბიტრთან ჭორაობს, სტადიონის თანამშრომელი მოედანს ასუფთავებს. ან პირიქით.


2012-ის თებერვალი, მილანი. „ინტერმა“ „პალერმო“ უნდა მიიღოს.


ამ დროს ინგლისში „ბრიტანია სტედიუმზე“ „სტოკი“ და „სანდერლენდი“ თამაშობენ.


2012-ის ზამთარი, „ეტიჰადი“, „მანჩესტერ სიტი“-„ფულჰემი“.


2012 წელი, შვეიცარიის სანკტ-გალენი. თოვლის ბაბუ რატომღაც მოედნისკენ ზურგით დააყენეს.


2013-ის მარტი, აშშ-ს და კოსტა-რიკის ნაკრებებს შორის ცნობილი მატჩი კოლორადოში (2014 წლის მუნდიალის შესარჩევი).


2014-ის დეკემბერი, „სიტის“ მეკარე ჯო ჰარტი ვესტ ბრომვიჩში.


2015-ის იანვარი. ინგლისის თასზე ასეთ პირობებშიც თამაშობენ.


2016-ის მარტი, ფრაიბურგშიც არა უშავს. „ფრაიბურგი“-„ლეიპციგი“, მეორე ბუნდესლიგა.


თოვლი ფეხბურთს ხელს არ უშლის. მათ, ვინც თამაში იცის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები