27 მარტიდან გამოცემა „ბილბორდი“ ჩარტების, Billboard Global 200, Hot 100 და Billboard 200, Artist 100 მონაცემებს „ფეისბუქზე“ განთავსებული ოფიციალური ვიდეოების ნახვების რაოდენობასაც დაამატებს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბილბორდის“ „ტვიტერზე“ გავრცელდა.
„მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ ფეისბუქზე განთავსებული ლიცენზირებული ვიდეოების ნახვების შედეგებს ბილბორდი თავის ჩარტებში დაამატებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
Streams of officially licensed music videos on Facebook will soon be factored into all Billboard charts that incorporate streaming data. https://t.co/bFxesdivSJ
— billboard (@billboard) March 3, 2021