Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ამგვარ შეფასებას ნამდვილად ვერ დავეთანხმები, მიუღებელია: ეკატერინე ხუციშვილი ლომჯარიას პასუხობს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამგვარ შეფასებას ნამდვილად ვერ დავეთანხმები, მიუღებელია: ეკატერინე ხუციშვილი ლომჯარიას პასუხობს

176
BeFunky-collage (2)

სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დრომდე, სწავლების პროცესის მართვის მხრივ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები არ არის საკმარისად თანმიმდევრული და არ აკმაყოფილებს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი არ ეთანხმება.

როგორც ეკატერინე ხუციშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” აღნიშნა, განათლების სამინისტრო პროტოკოლის შემუშავებაზე ინფიცირების შემთხვევის გამოვლენის პირველივე დღიდან მუშაობდა და არაერთი ნორმატიული აქტი შეიმუშავა.

[related_news id=”470219″ align=”left”]

“ამგვარ შეფასებას ნამდვილად ვერ დავეთანხმები. იმ დროიდან მოყოლებული, რაც სკოლები გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმზე, განათლების სამინისტრომ საერთო პროტოკოლზე მუშაობა დაიწყო. ცვლილებები განხორციელდა საკანონმდებლო დონეზე. მოგვარდა და მოწესრიგდა დისტანციური სწავლების პროცესი. შემუშავდა ნორმატიული აქტი, რომელიც დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისა და უკან დაბრუნების წინაპირობებს მოაწესრიგებდა.

განათლების სამინისტრო მაქსიმალურად იყო მობილიზებული რომ სკოლები დამატებითი ფინანსური ანაზღაურებით უზრუნველყო, იმისთვის რომ მოსწავლეებს უსაფრთხო გარემო ჰქონოდათ სკოლაში დაბრუნების დროს. ამიტომ, ეს შეფასება ნამდვილად მიუღებელია, როგორც ერთი ადამიანისთვის, ასევე იმ უწყების თანამშრომლისთვის, რომელმაც უზარმაზარი შრომა გაწია ამ მიმართულებით”. – განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა.