LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ჩვენს ოპოზიციას უთხრა, რომ ის პარლამენტში უნდა შევიდეს: თეა წულუკიანი

75
თეა წულუკიანი

“ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ჩვენს ოპოზიციას უთხრა ის, რაც არის ჩვენი დემოკრატიული პროცესისთვის მნიშვნელოვანი,  უთხრა, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული ოპოზიცია ამას სწორედ ასე გააკეთებს.”  – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი აშშ-ს სენატში საქართველოსთან დაკავშირებულ მიმდინარე განხილვებს აფასებს.

როგორც თეა წულუკიანი ამბობს, ამერიკულმა მხარემ საზოგადოებას ცალსახად უთხრა, რომ მმართველ პარტიას პროდასავლური კურსისთვის არასდროს გადაუხვევია:

“ამერიკულმა მხარემ ქართულ ოპოზიციას და ჩვენს საზოგადოებას უთხრა ცალსახად, რომ “ქართული ოცნება” 2012 წლიდან დღემდე არის მკაფიოდ პროდასავლურ კურსზე და ამ კურსისთვის არასდროს გადაუხვევია.

ასევე აშშ-ის პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ეყრდნობა ეუთო/ოდირის შეფასებას და ეუთო/ოდირისა და ყველა სხვა საერთაშორისო დამკვირვებლის შეფასებით, 31 ოქტომბრის არჩევნები იყო თავისუფალ გარემოში ჩატარებული, კონკურენტული და აკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს.

ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ჩვენს ოპოზიციას უთხრა ასევე ის, რაც არის ჩვენი დემოკრატიული პროცესისთვის მნიშვნელოვანი, მათ უთხრა, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული ოპოზიცია ამას სწორედ ასე გააკეთებს.” – განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, 23 მარტს აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე იმსჯელეს.