LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკული ტუნინგ ატელიე BMW M4-ს სუპერქარად გადააქცევს

34

დეტროიტში მდებარე ტუნინგ ატელიემ Hoffy Automobiles BMW M4-ის თითქმის დასრულებული პროექტის დემონსტრირება მოაწყო, რომლის მიხედვითაც სპორტ-კუპე FIA GT3-ის ტიპის სარბოლო ავტომობილად გადაკეთდება.

დატუნინგებული მოდელი სახელად Mamba GT3 Street Concept-ს მიიღებს და დაკომპლექტებული იქნება 3,0 ლიტრიანი V6 ტვინ-ტურბო ტიპის ძრავით, რომლის სიმძლავრეც 720 ცხენის ძალამდე გაიზრდება.

 

 

სარბოლო მოდელი 100კმ/სთ-ს განვითარებას 3,1 წამში შეძლებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 340კმ/სთ ექნება. რაც შეეხება სტანდარტულ M4-ს, ის 100კმ/სთ სიჩქარეს 3,9 წამში ანვითარებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 250კმ/სთ-ა.

ავტომობილი აგრესიული აეროდინამიული აბვესით წარსდგება მომხმარებლის წინაშე, რომელიც მთლიანად კომპანია Casborn Styling Studio-ს მიერ იქნება დამზადებული. სალონში მოთავსდება სპორტული სავარძლები, საჭე და კულისა, ინტერიერის ძირითადი დეტალები კი ალკანტარას მატერიალით დამზადდება.

 

 

გარდა ამისა, Mamba აღჭურვილი იქნება განსაკუთრებული დისპლეით და უნიკალური საუნდ სისტემით, რომლის საერთო სიმძლავრეც 600 ვატი იქნება.

 

 

პროექტი Mamba GT3 Street Concept უკვე დასრულების ეტაპზეა და პრემიერა თებერვალში იგეგმება. თუმცა, რა იქნება ავტომობილის ფასი ჯერჯერობით უცნობია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები