LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკული კომპანიები საქართველოში 100-ზე მეტ ბიზნესშეხვედრას გამართავენ

113

ქართულ-ამერიკული ბიზნესსაბჭო დღეს, აშშ-ის სავაჭრო და საინვესტიციო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ასევე აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის და უცხოური საინვესტიციო კორპორაციების დაახლოებით 30 წარმომადგენელი დაესწრება.

აშშ-ს სავაჭრო მისია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატისა და საქართველოში ამერიკის საელჩოს ორგანიზებით იმართება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ს სავაჭრო მისიის ფარგლებში სამშენებლო, ლოგისტიკის, საკომუნიკაციო და ტექნოლოგიების სექტორში მომუშავე კომპანიები 100-ზე მეტ ბიზნესშეხვედრას გამართავენ საქართველოში ვაჭრობის გაძლიერებისა და სამომავლო ინვესტირების მიზნით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სტუმრებს ეკონომიკის განვითარების გეგმას, მომავალი წლის პრიორიტეტულ პროექტებს და უახლეს ეკონომიკურ მიღწევებს წარუდგენს.

ამერიკის სავაჭრო მისიაში მონაწილე კომპანიები არიან: Acrow Bridge, Baron Weather, Bechtel, Budget, Coca-Cola, Lockheed Martin, Miyamoto International, MWH, Nova Power, Obie Technologies, The Greenbrier and VISA

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები