ამერიკული Forbes ქართული წარმოების დრონზე – Project T-31-ზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემას წყაროდ გადაცემა „საქმიანი დილა“ მოჰყავს და სტატიაში დრონის მახასიათებლებს მიმოიხილავს.
„პროპელერით მართული T-31, რომელიც 800 ფუნტს იწონის და შეუძლია ოთხი ჭურვის ტარება, TB-2-ის შემცირებულ ვერსიას ჰგავს“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.
სამხედრო და სადაზვერვო დანიშნულების უპილოტო ხომალდის შექმნაზე, Tam Management-ის საავიაციო საწარმო გასული ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ახალ დრონს კომერციალიზაციის კარგი შესაძლებლობები ექნება და მისი მახასიათებლებით უცხოელი მყიდველებიც დაინტერესდებიან.
ამერიკული Forbes-ის სტატიაში ასევე წერია, რომ 2015 წელს საქართველომ კიდევ ერთი ადგილობრივად წარმოებული დრონის შესახებ განაცხადა, რომელზეც “დელტას“ უნდა ემუშავა, თუმცა, სტატიის ავტორის თქმით, მას შემდეგ ამ ამბიციური პროექტი შესახებ არაფერი სმენია.