LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკული ავტოპარკი რეკორდულად „დაბერდა“, მიზეზი – ახალი მანქანების დეფიციტია

33
Screenshot 2022-05-31 100348

ამერიკელი მძღოლები არსებულ ავტომობილებს უფრო დიდ ხანს იყენებენ ვიდრე ადრე, რადგან დილერებს ახალი მანქანების დიდი არჩევანი ვერ აქვთ. ანალიტიკოსთა ინფორმაციით, წელს აშშ-ში მსუბუქი ავტომობილების საშუალო ასაკი 12,2 წელია – რაც დაახლოებით 2 თვით მეტია, ვიდრე 2021 წლის მაჩვენებელი. ავტო პარკის „დაბერების“ მიზეზი რამდენიმეა – დაწყებული პანდემიით, უკრაინაში ომით და საჭირო დეტალების სიმცირით დამთავრებული.

2020 და 2021 წელს აშშ-ში მაცხოვრებლებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან კერძოზე გადაინაცვლეს, რადგან კორონავირუსის ეშინოდათ. ამასთან, ახალი მანქანის ყიდვა ყველას არ შეეძლო, რამაც მეორად ბაზარზე მოთხოვნა გაზარდა და ქვეყანაში საშუალო ასაკის მანქანებიც მომრავლდა.

წელს სიტუაცია მორიგმა კოვიდ-აფეთქებამ დაამძიმა, ამას მოყვა უკრაინაში ომიც. ლოჯისტიკა შენელდა, ნაწილების გადაზიდვის ფასი გაიზარდა ან ეს პროცესი საერთოდ შეუძლებელი გახდა. ამან კი ადგილობრივ ქარხნებში პრობლემები და ახალი მანქანების მომლოდინეთა რიგების ზრდა გამოიწვია.

სპეციალისტთა ვარაუდით, ავტომობილების ასაკი კიდევ უფრო გაიზრდება და ეს გაგრძელდება მანამ სანამ დეტალებთან დაკავშირებული პრობლემა არ მოგვარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები