The Voice, რომელიც NBC-ზე 2011 წლიდან გადის, ეკრანზე მე-16 სეზონით დაბრუნდა.
გაირკვა, რომ ადამ ლევინსა და ბლეიკ შელტონს, რომელთაც ამერიკული ვოკალისტების რეალითი შოუს მენტორის სკამები არც ერთხელ დაუთმიათ, ჯონ ლეჯენდი შეუერთდა. ამერიკელმა მუსიკოსმა, რომელიც პირველად პროექტის ისტორიაში საკუთარ ,,თიმს” ჩამოაყალიბებს, ჯენიფერ ჰადსონი ჩაანაცვლა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კელი კლარკსონი, რომელმაც მწვრთნელის ამპლუა აქამდე ოთხჯერ მოირგო, კლავ ახალბედა მომღერლებს აღმოაჩენს.
აღმოჩნდა, რომ კვარტეტს ამ სეზონზე ბიბი რექსაც შეუერთდება, რომელიც პროექტიდან გაშვებულ შემსრულებლებს საკუთარ გუნდში დააბრუნებს.
ცნობისთვის, ამერიკული The Voice-ის მე-16 სეზონი NBC-ზე 25 თებერვალს დაიწყო.