LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკულ ავიაკომპანიას სამსახურში მხოლოდ „ახალგაზრდა, თეთრი და გამხდარი“ ადამიანების აყვანაში ადანაშაულებენ

131
56767

აშშ-ში ორი ფერადკანიანი ბორტგამყოლი, რომელთაგანაც ერთი მექსიკური და ევროპული წარმოშობისაა, ავიაკომპანია United Airlines რასიზმსა და ანტისემიტიზმში ადანაშაულებს. ისტორიის დეტალებს გამოცემა Los Angeles Daily News ავრცელებს.

როგორც ზუსტდება, 44 წლის დარბი კესადემ და 50 წლის დონ ტოდიმ, რომლებმაც ამ ავიაკომპანიაში 15 წელზე მეტი გაატარეს, სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ისინი ამტკიცებენ, რომ გადამზიდმა ისინი ჩარტერულ რეისებს ჩამოაშორა და სამსახურში მხოლოდ „ახალგაზრდა, თეთრი და გამხდარი“ ადამიანები აჰყავს.

სარჩელში აღნიშნულია, რომ ორივე ბორტგამყოლი დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო კოლეგების მხრიდანაც.

გარდა ამისა, მათ პანიკური შეტევები, შფოთი და თვითშეფასებასთან დაკავშირებული პრობლემებიც დაეწყოთ და მორალური თუ ფიზიკური ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

United Airlines ყველა ბრალდებას უარყოფს და სარჩელს დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები