ამერიკის შეერთებული შტატების საგზაო უსაფრთხოების ინსტიტუტმა (IIHS) 21 კომპაქტური ქროსოვერის, ფარების ტესტირების შედეგად მიღებული, რეზულტატი გამოაქვეყნა.
ექსპერტებმა შეამოწმემს 47 განსხვავებული ვარიანტი სხვადასხვა განათების, ტექნიკის და სხვა აგრეგატების გათვალისწინებით. ტესტის შედეგები ინსტიტუტის საიტზეც გამოქვეყნდა.
წარმოდგენილი შედეგები გადანაწილდა 4 ბალიანი შეფასებით: კარგი, საშუალო, სუსტი და ცუდი.
ვერც ერთმა წარმოდგენილმა მოდელმა უმაღლესი შეფასება ვერ მიიღო, უფრო მეტიც, ნახევარზე მეტი (20 ავტომობილი) შეაფასეს როგორც სუსტი მაჩვენებლების მქონე.
წარმოდგენილი მოდელებიდან Honda HR-V–ის ფარებმა ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო. ყველაზე კარგი შეფასება კი, Mazda CX-3-მა დაიმსახურა.