LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის ქუჩებში Lamborghini Trumpventador გამოჩნდა (ფოტო)

35

ამერიკულმა ტუნინგ ატელიემ Superior Auto Design სუპერქარ Lamborghini Aventador-ზე დონალდ ტრამპის გამოსახულება დაიტანა, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი გახლავთ. ავტომობილის კი ზედმეტსახელად ”ტრამპვენტადორი” უწოდეს.

თეთრი ფერის Aventador-ზე დონალდ ტრამპის ფოტოს გარდა დატანილია ამერიკის ნაციონალური დროშა და თავად საპრეზიდენტო კანდიდატის ლოზუნგი ”ამერიკას კვლავ დიდებულ ქვეყანად გადავაქცევთ”. აღსანიშნავია ისიც, რომ სიტყვა დიდებული ორიგინალურად არის დაწერილი ”GR8” (Great).

ამასთანავე ავტომობილის უკანა ტუჩზე დატანილია წარწერა ”You’re Fired” (შენ გაძევებული ხარ) ეს კი ხუმრობით ნიშნავს იმას, რომ ტრამპის ელექტორატს შეადგენენ ის ადამიანები, რომლებმაც სამსახური ეკონომიკური კრიზისის გამო დაკარგეს.

”ტრამპვენტადორის” ტექნიკური ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ ხმაურდება, რაც შეეხება სტანდარტულ ვერსიას, მის კაპოტქვეშ მოთავსებულია 6,5 ლიტრიანი V12 ტიპის 700 ცხენის ძალის მქონე ძრავი. ავტომობილი 100კმ/სთ-მდე აჩქარებას სულ რაღაც 2,9 წამს ანდომებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 350კმ/სთ-ს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები