LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის მოქალაქემ ნოუთბუქის გამოყენებით ავტომობილი გაიტაცა (ვიდეო)

20

როგორც პოლიციის წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ  Crime Stoppers-მა განაცხადეს, ინციდენტი 20 აპრილს მოხდა, დაახლოებით 00:45 სთ–ზე, ეჭვმიტანილმა, ნოუთბუქის გამოყენებით, მოახერხა ავტომობილის სიგნალიზაციის გათიშვა და ძრავის დაქოქვა. აღნიშნული პროცედურა 12 წუთს გაგრძელდა.

იმ პერიოდში, სანამ პოლიცია დამნაშავეს ეძებდა, დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ Crime Stoppers გამოაქვეყნა განცხადება, სადაც გამტაცებლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის სანაცვლოდ ინფორმატორს 5000 დოლარს სთავაზობდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში გამოშვებული ავტომობილები, უცხო პირებისთვის სისტემურად ადვილად შეღწევადი გახდა, რაც 2016 წლის სტატისტიკითაც დადასტურდა. მაგალითად 2016 წლის თებერვალში ერთ-ერთმა ჰაკერმა შეძლო სხვა კონტინენტზე არსებული ავტომობილის სისტემური გატეხვა. გაზაფხულზე კი გერმანული კლუბის ADAC-ის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს რიგი მოდელების სია, რომლებიც მარტივად შეიძლება გაიტაცოს საშუალო დონის ჰაკერმაც კი.

გთავაზობთ ამერიკელი გამტაცებლის ვიდეოს, რომელიც ფარულმა ვიდეო-კამერამ დააფიქსირა:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები