საკონსულტაციო კომპანია Deloitte-მ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 26 ათასზე მეტი ავტომფლობელი გამოჰკითხა, რათა დაედგინა თუ რატომ იკავებენ ისინი თავს ელექტრომობილის შეძენისგან. აღმოჩნდა, რომ აშშ-ს მოსახლეობის 52%-ისთვის მთავარი პრობლემა„მწვანე“ მანქანების ფასია. გასული ნოემბრის თვეში ელექტრომობილების საშუალო ფასი ჩრდილო-ამერიკულ ბაზარზე 65 041 დოლარი იყო, რაც უმრავლესობისთვის ზედმეტად ძვირია.
ელექტრომობილის შეძენას არ განიხილავს იაპონელთა ნახევარი სწორედ მაღალი ღირებულების გამო. გერმანიაში იგივე ფაქტორი აღნიშნა რესპონდენტთა 44%-მა, ინდოეთში კი – 36%-მა. ჩინეთში, რომლის ბაზარიც ბიუჯეტური ელექტროქარებითაა სავსე, ფასები მყიდველთა 19%-ს აფრთხობს.
გერმანელებისთვის მთავარი პრობლემა ზედმეტად პატარა სვლის მარაგია, რომელიც კითხვარში მონაწილეთა 57%-ს ადარდებს. ინდოელებს დასამუხტი სადგურების რაოდენობა არ მოსწონთ, ხოლო სამხრეთ კორეელებს – დამუხტვის ზედმეტად დიდი დრო.