LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა ტუნერებმა Ford Mustang-ი სუპერქარად გადააქციეს

60

ამერიკულმა ტუნინგ-ატელიემ – Zero to 60 Designs-მა სპეციალურად SEMA-ს ჩვენებისთვის, რომელიც ნომებრის დასაწყისში, ლას-ვეგასში გაიმართება, განსხვავებული პროექტი წარმოადგინა. პროექტში გამოყენებული იქნა Ford Mustang-ი. მოდელმა სახელწოდებაში მიიღო დამატებითი ინიციალები GTT (რაც იშიფრება როგორც Gran Turismo Tribute). ავტომობილზე სამუშაოები 6 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.

დიზაინში გამოყენებული იქნა აეროდინამიკური უკანა ნაწილი, ასევე ხუთლიტრიანი, რვაცილინდრიანი გამწევი, რომელიც ახალი მართვის სისტემითაა წარმოდგენილი. ძრავის სიმძლავრე 800 ცხენის ძალის ერთეულითაა განსაზღვრული.

სპორტქარი აღჭურვილია სპეციალური სპორტული მოწყობილობით – Eibach Pro-Street-S, ასევე შეცვლილი დისკებითა და Pirelli P-Zero-ს საბურავებით.

კომპანიაში Zero t0 60 Designs აღნიშნეს, რომ მოდიფიცირებული Ford Mustang GTT-ს პარტია, შეზღუდული რაოდენობის მოდელებს ითვლის. ფასები კი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მოდელი გაყიდვაში 2017 წლის მეორე კვარტალში გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები