ამერიკელმა მეცნიერებმა ქალებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნები დაასახელეს. ექსპერტებმა რეიტინგის შესადგენად 80 ქვეყნის წარმომადგენელი 9000 ქალბატონი გამოკითხეს. მთავარი კრიტერიუმები კი ცხოვრების დონე, მედიცინა, ფინანსური შესაძლებლობები და გენდერული ბალანსი იყო.
სიაში პირველი ადგილი შვედეთმა დაიკავა, მეორე და მესამე პოზიცია კი დანიამ და ნორვეგიამ გაინაწილეს. როგორც ჩანს, სკანდინავიურ ქვეყნებში ქალის უფლებებს მეტ პატივს სცემენ და საცხოვრებლადაც ბევრად უკეთესი პირობებია შექმნილი. ლიდერთა სიაში მოხვდნენ ასევე კანადა, ფინეთი, ახალი ზელანდია, ავსტრია და ავსტრალია. რაც შეეხებათ იმ ქვეყნებს, სადაც ქალბატონთ საცხოვრებლად ყველაზე ცუდი პირობებია – ბოლივია, ტუნისი და ერაყი ლიდერობენ.