LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა მამაკაცმა უპილოტო ავტომობილის იმიტაციისთვის სავარძლის ფორმა მოირგო

65

ამერიკელმა მამაკაცმა უპილოტო ავტომობილის იმიტაციისთვის სავარძლის ფორმა მოირგო. „NBC“-ის ცნობით, შტატებში შეამჩნიეს ავტომობილი, რომელიც მძღოლის გარეშე გადაადგილდებოდა. სინამდვილეში კი მას ნამდვილი ადამიანი მართავდა და ის უბრალოდ სავარძლის უკან იყო მიმალული. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ ყველაფრის უკან მეცნიერები იდგნენ.

„უპილოტო“ Ford-მა არლინგტონისა და ვირჯინიის შტატები მოიარა და თვითმხილველებს ეჭვიც კი არ გასჩენიათ, რომ საჭესთან შესაძლოა ვინმე ყოფილიყო. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ექსპერიმენტის ინიციატორი ვირჯინიის ინსტიტუტი იყო, ხოლო დამატებითი დეტალები კი ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები