Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ამერიკელმა კანადაში კარანტინი დაარღვია და 569 000 დოლარით დაჯარიმდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა კანადაში კარანტინი დაარღვია და 569 000 დოლარით დაჯარიმდა

44
28e25abd47beadb5b113876d09a7adae6313e0ea

ჯონ პენინგტონი ალასკიდან კენტუკისკენ მიდიოდა და გზად კანადა გაიარა, კარანტინის დარღვევისთვის მამაკაცი ნახევარი მილიონი დოლარით დააჯარიმეს.

კანადამ აშშ–სთან საზღვარი პანდემიის გამო 21 მარტს დახურა. ამერიკელებს საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუკი ალასკისკენ მიდიან, ან ალასკიდან უკან ბრუნდებიან. ამასთან, მათ შტატებს შორის ყველაზე მოკლე მარშრუტი უნდა შეარჩიონ. ნაციონალური პარკების, დასვენების ადგილების თუ ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულება სასტიკად ეკრძალებათ.

ამერიკელმა ჯონ პენინგტონმა სახლში დაბრუნებისას თითქმის ყველა წესი უგულვებელყო და კანონს კანონზე არღვევდა.

მამაკაცმა გადაწყვიტა, შესაძლებლობა გამოეყენებინა და რამდენიმე პარკი მოენახულებინა. მისი ავტომობილი ადგილობრივმა პოლიციამ გააჩერა, ჯარიმა – 910 დოლარი გამოუწერა და სასწრაფოდ ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ჯონი ბრძანებას არ დაემორჩილა და ცოტა ხანში ის სხვა ღირსშესანიშნაობასთან დააკავეს. როგორც CBC News იუწყება, ამერიკელმა კარანტინი 569 000 დოლარად დაარღვია, ამასთან მას 6 თვიანი პატიმრობაც ემუქრება და საბოლოო გადაწყვეტლებას სასამართლო ნოემბრის თვეში მიიღებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები