ამერიკულმა არაკომერციულმა ორგანიზაცია Consumer Reports-მა სხვადასხვა ბრენდების ავტომობილების სანდოობის რეიტინგი გამოაქვეყნა. მსოფლიოში ყველაზე სანდო ავტომობილად წელს იაპონური ბრენდები – Lexus, Mazda, Toyoda და Infiniti დაასახელეს. სიის მეორე ბოლოში მოექცნენ – Lincoln, Tesla და Jeep. აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა ყველგანმავალი Lexus GX, რომელმაც 100 ქულა დააგროვა, ყველაზე ცუდი შეფასება დაუწერეს Mercedes-Benz GLE-ს, გერმანულმა კროსოვერმა მხოლოდ 5 ქულა მიიღო.
Consumer Reports-ის ანალიტიკოსებმა ყოველწლიური რეიტინგი იმ ავტომოყვარულების გამოკითხვის შემდეგ შეადგინეს, ვისი ავტომობილის ასაკიც 20 წელს არ აჭარბებს.
სია მფლობელთა სუბიექტური მოსაზრებების გათვალისწინებით დგება ხოლმე – რესპონდენტები თავად ასახელებენ პრობლემებს, რომელსაც აწყდებიან და შემდეგ უკვე დეფექტის სერიოზულობის გათვალისწინებით 100 ქულიანი შკალით შეფასებას წერენ.