სპეციალური კვლევის შემდეგ ამერიკელმა დიეტოლოგებმა 2017 წლის მთავარი საკვები დაასახელეს. მათი აზრით, მომავალ წელს მომხმარებელს შორის ყველაზე პოპულარული ფერმენტული პროდუქტი იქნება, რომელიც მეცნიერების განცხადებით სუპერ-პროდუქტის საუკეთესო მაგალითია, რადგან ის ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ბაქტერიების მთავარი წყაროა.
ფერმენტირებული პროდუქტი ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ რკინისა და კალცის, ცილისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების სწრაფ ათვისებას. აუმჯობესესებს მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, ანადგურებს ვირუსებს, გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები და შლაკები.
დიეტოლოგების განცხადებით, ევროპაში ძირითად ფერმენტულ პროდუქტად ტრადიციული დამწნილებული კომბოსტო ან სხვა ბოსტნეული ითვლება, რომლებიც ხელს უწყობენ მიკროფლორის და კუჭ-ნაჭლავის მუშაობის ნორმალიზებას.
2017 წლის ყველაზე პოპულარულ საკვებს შორის ლიდერის პოზიციას ჩაიბარებენ კეფირი, იოგურტი და ბურახი, რომელთა სასარგებლო თვისებები მეცნიერებმა დიდი ხანია დადასტურეს. ცხარეს მოყვარულებს კი, დიეტოლოგები კორეულ კერძს კიმჩის – ცხარე სუნელებით შეკმაზულ, დამწნილებული ბოსტნეულის სალათს სთავაზობენ.