ვიდეო, რომელიც ალასკის შტატში, კუნძულ კოდიაკზეა გადაღებული, სოციალურ ქსელში ამერიკაში მოღვაწე დეკანოზმა, კონსტანტინე პაიჭაძემ გაავრცელა.
სიძე-პატარძალი ქართულ სიმღერას, “მივალ გურიაში მარა” ასრულებენ.
გაბრიელის და ტაბითას ქორწილი ალასკის შტატში 3 სექტემბერს ჩატარდა. გაბრიელი ევროპელია, ჰოლანდიიდანა და ის რამდენიმე წელია აკადემიის წევრია, ხოლო ტაბითა კალიფორნიის შტატიდანაა.
წყვილმა ჯვარი წმიმნდა იოანე სანფრანცისკოელის ტაძარში დაიწერა. სამრევლო ოფიციალურადაა მიღებული საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში. სწორედ აღნიშნულ ტაძარში მოღვაწეობს კონსტანტინე პაიჭაძე, რომელიც წარმოშობით ჩოხატაურიდანაა.
“საოცარი განცდა იყო საქორწინო სამზადისი, როგორც საკუთარი დის და ძმის ქორწილს, ასე უყურებდნენ და ირჯებოდნენ აკადემიელები. მოამზადეს სპექტაკლი, შესრულდა მრავალი სიმღერა, მათ შორის ქართულიც მრავლად იყო. უკრავდა ბენდი მათივე მონაწილეობით”,-იხსენებს ქორწილს დეკანოზი, კონსტანტინე პაიჭაძე.
წყარო: gurianews