LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი სენატორი: ერთადერთი გზა არის ის, რომ ეს კაცი რუსეთში ვინმემ მოკლას, ქვეყანას და მსოფლიოს დიდ სამსახურის გაუწევდა

202
BeFunky-collage (13)

“ერთადერთი გზა არის ის, რომ ეს კაცი რუსეთში ვინმემ მოკლას, რითაც ქვეყანას და მსოფლიოს დიდ სამსახურის გაუწევდა,”-ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი წერს.

როგორც გრემი აღნიშნავს, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია არიან თავად რუსები.

“არის ბრუტუსი რუსეთში? არის თუ არა უფრო წარმატებული პოლკოვნიკი შტაუფენბერგი რუსულ ჯარში?

ერთადერთი გზა არის ის, რომ ეს კაცი ვინმემ რუსეთში მოკლას, რითაც ქვეყანას და მსოფლიოს დიდ სამსახურის გაუწევდა.

თქვენ თქვენს ქვეყანას – და მსოფლიოს – დიდ სამსახურს გაუწევდით.

ერთადერთი ხალხი, ვისაც ამის გამოსწორება შეუძლია, არის რუსი ხალხი. მარტივი სათქმელია, რთული გასაკეთებელი.

თუ დარჩენილი ცხოვრება ბნელეთში ცხოვრება, დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირება და სიღარიბეში ყოფნა არ გსურთ, უნდა იმოქმედოთ”, – წერს ლინდსი გრემი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები