ამერიკელი სენატორები მიიჩნევენ, რომ რუსეთს ინტერპოლის ხაზით წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების მექანიზმის გამოყენება უნდა შეეზღუდოს. სენატორების აზრით, რუსეთი ამ მექანიზმს ბოროტად იყენებს. აღნიშნული ინიციატივა მოცემულია კანონპროექტში, რომელიც რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
ამერიკელი სენატორების განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ბოროტად იყენებს წითელი ცირკულარების მექანიზმს ინტერპოლის ხაზით, რაც ძირითადად პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული და პოლიტიკური ოპონენტების დევნას ემსახურება.
„აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა, შიდა უსაფრთხოების მდივანთან კოორდინაციით, ინტერპოლში აშშ-ს გავლენა უნდა გამოიყენოს, რათა რუსეთის მთავრობა შეზღუდული იყოს ინტერპოლის მექანიზმების გამოყენებაში, მათ შორისაა , რუსეთის მთავრობის მიერ წითელი ცირკულარის მექანიზმის გამოყენებაზე დროებითი აკრძალვის დაწესება“, – ნათქვამია კანონპროექტში.
გარდა ამისა, სენატორები დარწმუნებულნი არიან, რუსეთის მიერ ინტერპოლის ხაზით ძებნაში გამოცხადებულ პირებს აშშ-ში შესვლა არ უნდა აეკრძალოთ.
გუშინ ამერიკელმა სენატორებმა აშშ-ს კონგრესში კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.