LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი პედიატრები 6 თვემდე ბავშვებისთვის ხილის წვენის მიცემას კრძალავენ

165

ნატურალურ ხილს ისეთივე სასარგებლო თვისებები აქვს, როგორც მისგან გამოწურულ წვენს. თუმცა, წვენისგან განხვავებით, ცოცხალი ხილი მეტად უწყობს ხელს ბავშვებსი საჭმლის მომნელებელი სისტების უკეთ მუშაობას, ამაგრებს ღრძილებს და საღეჭ კუნთებს. ამერიკის პედიატრთა ასოციაცია რამდენიმე საინტერესო რეკომენდაციას გვთავაზობს ხილის სწორად გამოყენებასთან დაკავშირებით:

  1. ამერიკის პედიატრთა ასოციაცია ურჩევს მშობლებს, არ მისცენ ხილის წვენი 6 თვემდე ბავშვებს,  რადგან ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ის ჯერ ადრეა.
  2. 6 თვის შემდეგ ბავშმა შეიძლება მიიღოს წვენი შეზღუდული ოდენობით. ესაა 1 ჭიქა დღეში.
  3. ცოცხალ ხილს ისეთივე სასარგებლო ეფექტი აქვს, როგორც წვენებს, თუმცა, ის მეტად ეხმარება ბავშვის ორგანიზმს, უწყობს ხელს საჭმლის მომნებელი სისტემის უკეთ მუშაობას და ღრძილებს გამაგრებას.
  4. არ შეიძლება ხილის წვენის მიღება ბავშვისთვის უშუალოდ ძილის წინ.
  5. ბავშვს 1 წლიდან 6 წლამდე მონაკვეთში შეუძლია მიიღოს დღეში 120–180 მლ ხილის წვენი, რაც დაახლოებით ერთ ჭიქას უდრის.