LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი მილიარდერი ჯეიმს საიმონსი ბათუმის პორტს $100 მილიონიანი იახტით სტუმრობს

189
james simons

ბათუმს უკვე რამდენიმე დღეა ცნობილი ამერიკელი მეცნიერი და ფილანთროპი ჯეიმს [ჯიმ] საიმონსი საკუთარი იახტით სტუმრობს, რომლის ღირებულება 100 მილიონი დოლარია.

გამოცემა “ბათუმელების” ინფორმაციით, ეს იახტის, სახელწოდებით „არქიმედე“ პირველი მოგზაურობაა საქართველოში.

„ფორბსის“ მსოფლიო მილიარდერთა სიაში პროფესიით მათემატიკოსი ჯეიმს საიმონსი 52-ე ადგილს იკავებს და მისი ქონება რეალურ დროში 28,1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. საიმონსი არის მსხვილი სავაჭრო ჰეჯ-ფონდის Renaissance Technologies -ის დამფუძნებელი. მან იგი 1982 წელს დააფუძნა და 2010 წელს დატოვა თანამდებობა, თუმცა „ფორბსის“ თანახმად, იგი კვლავაც თამაშობს როლს Renaissance Technologies-ში და იღებს სარგებელს ფონდის საქმიანობიდან.

„ფორბსის“ 2022 წლის ყველაზე მსხვილი ამერიკელი ფილანთროპების სიაში საიმონსი მე-8 ადგილს იკავებს. სიის პირველი შვიდეული კი ასე გამოიყურება: უორენ ბაფეტი, ბილ და მელინდა ფრენჩ გეითსები, ჯორჯ სოროსი, მაიკლ ბლუმბერგი, მაკკენზი სკოტი, ჩარლზ ფინი, გორდონ და ბეტ მურები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები