LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი მძღოლი უკვე წლებია ებრძვის ციყვს, რომელმაც მისი ავტომობილი ზამთრის მარაგების საწყობად გადააქცია

65
Screenshot 2021-10-06 141347

ჩრდილოეთ დაკოტაში მცხოვრები ბილ ფიშეტი უკვე 8 წელია საკუთარი ავტომობილის ციყვისგან დაცვას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.

ყოველ წელს ციყვი მანქანაში, ძრავასთან ახლოს ზამთრისთვის კაკალს აგროვებს. თანაც მისი მარაგები საკმაოდ დიდია, ზოგჯერ 100 კგ–საც კი ცდება.

„ამ ჟღალ ციყვს 2013 წლიდან ვიცნობ. ის ყოველ წელს ჩემს სატვირთოში კაკალს ინახავს და მე ამასთან გამკლავება არ შემიძლია“ – უთხრა შეწუხებულმა ამერიკელმა გამოცემა Ladbible-ს.

56 წლის მამაკაცს საკმაოდ დიდი ძალისხმევის დახარჯვა უწევს იმისთვის, რომ ძრავა ზედმეტი ტვირთისგან გაწმინდოს, ის ყოველწლიურად საათებს და დღეებს ხარჯავს, რომ ძრავიდან კაკალი სრულად ამოიღოს.

ციყვს ტრადიცია არც წელს დაურღვევია და ზამთრისთვის 158 კილოგრამი კაკლის მოგროვება უკვე მოასწრო.
„შემეძლო ამ ყველაფრისთვის იუმორით შემეხედა, თუმცა ამდენი წლის შემდეგ სასაცილო არაფერია, ძალიან დავიღალე.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები