ამერიკელმა მამაკაცმა, რომელიც შეყვარებულთან ერთად ტანზანიაში იმყოფებოდა, მისთვის ხელის თხოვნა ორიგინალურად გადაწყვიტა. სტივენ ვებერი ზუსტად იმ დროს დაიხრჩო, როცა კენეშა ანტოინს მასზე დაქორწინებას სთხოვდა, ინციდენტი კუნძულზე მოხდა. როგორც nbcnews წერს, გოგონამ ინფორმაცია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა. ის ამბობს, რომ “ამ სიკვდილიდან თავს ვერასდროს დააღწევს”.
ვიდეოში ჩანს, რომ სტივენი წყალქვეშა ოთახშია, საიდანაც ის შეყვარებულს ფურცელს აჩვენებს: “დიდხანს სუნთქვას ვერ შევიკავებ, რომ ყველაფერი გითხრა, მე შენ მიყვარხარ, მაგრამ ყველაფერი, რაც შენში მიყვარს, ყოველდღე უფროდაუფრო მიყვარდება”, – წერია ფურცელზე. მეორე გვერდზე კი სტივენმა დაწერა: “გთხოვ, იყავი ჩემი ცოლი, თანახმა ხარ? “. ვიდეოში ჩანს, რომ სტივენი გოგონას ბეჭედსაც აჩვენებს.
ვიდეოში არ ჩანს, ამის შემდეგ რა მოხდა. “ენ ბი სი ნიუსი” ოჯახს დაუკავშირდა, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.