LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი გოგონა თავის მანქანაში გადასახლდა

37

ამერიკელი გოგონა თავის მანქანაში გადასახლდა. „დეილი სთარის“ ინფორმაციით, ალექსანდრიას ბანალური ცხოვრება ძალიან მობეზრდა და გადაწყვიტა, რომ თავის თავს თავგადასავალი მოუწყოს. ამას დაემატა სამსახურის სტრესიც, ამიტომ გოგონას ბევრი არ უფიქრია, დატოვა ცხოვრების ჩვეული სტილი, გაყიდა ყველაფერი და თავის ავტომობილში დასახლდა. ცხოვრების მთავარ მიზნად კი მოგზაურობა აქცია.

ალექსანდრია თავდაპირველად Mitsubishi Lancer-ში ცხოვრობდა, შემდეგ Jeep-ის მარკის ავტომობილში გადავიდა და ამჟამად კი მისი რჩეული მინივენია.

რაც შეეხება მოგზაურობის ხარჯებს, გოგონას განცხადებით, ის ფულს სეზონური სამუშაოებით შოულობს.

https://www.youtube.com/watch?v=gKhf_XarJmE

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები