LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელებმა ყველაზე ცუდი ავტომობილი დაასახელეს

24

ამერიკაში წლის ავტომობილის შერჩევის პარალელურად, ყველაზე ცუდი ავტომობილის შერჩევაც მიმდინარეობდა. ჟურნალმა Consumer Reports-მა ყოველწლიური გამოკითხვა ჩაატარა, რომელმაც წლის ყველაზე ცუდი ავტომობილი გამოავლინა.

ჟურნალისტები გამოკითხვას რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმით აწარმოებდნენ: სიმძლავრე, კომფორტი, დიზაინი, სამართავი სისტემა. მაქსიმალური შეფასება კი 100 ქულით განისაზღვრა.

სოწრედ ამ 100 ქულიანი სისტემის მიხედვით, წლის ავტომობილის ტიტული Jeep Wrangler Unlimited-მა “მოიპოვა”. როგორც მომხმარებლები ამბობენ, ავტომობილი საშნლად არაკომფორტული და რთულად სამართავია და სწორედ ამან გამოიწვია Jeep-ის წლის ყველაზე ცუდი ავტომობილის ტიტული, თუმცა, გამოკითხულთა უმრავლესობა უარს არ ამბობს ამ მოდელის შეძენაზე.

 

 

მეორე ადგილი Mitsubishi Merge-მ დაიკავა. რაც გამოწვეულია მისი ხმაურიანობითა და რთულად სამართაობით, ხოლო მესამე ადგილიზე კვლავაც Mitsubishi მოხვდა, ამჯერად i-MiEV მოდელით, რომელიც მომხმარებლებმა სუსტად და ღარიბულად მიიჩნიეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები