LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელებმა თვითმფრინავისგან ლიმუზინი გააკეთეს

air

YouTube არხზე Barcroft Cars გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც საკმაოდ უცნაური ავტომობილია ასახული. მოდელი არც მეტი არც ნაკლები ძველი თვითმფრინავისგანაა დამზადებული და ამჟამად ლიმუზინის ფორმა აქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავტომობილით გადაადგილება ჩვეულებრივ გზებზეა შესაძლებელი. კონცეპტის სიგრძე 12,9 მეტრი, სიგანე 2,4 მეტრი, სიმაღლე კი – 3,5 მეტრია. „მფრინავი ლიმუზინის“ წონა 5 ტონას აჭარბებს და მისი საწყისი ღირებულება 5 მილიონი დოლარი იქნება.

ლიმუზინი რვა ცილინდრიანი ტურბო ძრავითაა უზრუნველყოფილი და მისი სიჩქარე საათში 100 კმ-ს შეადგენს. რაც შეეხეაბა სალონს, მის შექმნაზე ცნობილი ავტო-დიზაინერები მუშაობდნენ და მათ არც თანამედროვე აუდიო სისტემის დამონტაჟება არ დავიწყნიათ. და ბოლოს, აღსანიშნავია რომ უჩვეულო მოდელის შექმნას 1 მილიონი დოლარი დასჭირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები