ამერიკულმა კომპანიამ Vanderhall-მა სამბორბლიანი ავტომობილი – Venice შექმნა. მოდელი წარმოდგენილია კარბონის ზედაპირითა და ალუმინის შასით. ავტომობილი აღჭურვილია General Motors-ის გამწევით. სპორტქარი აგებულია ზუსტად იმავე ალუმინის შასით, რომელზეც Vanderhall-ის წინა სამბორბლიანი მოდელი – Laguna. ახალი ,,სამბორბალას” ფასი არც ისე ცოტაა და მინიმალური ღირებულება 29.950 დოლარს შეადგენს.
Venice-ის წონა 623 კგ-ია. იგი დაკომპლექტებულია 1.4 ლიტრიანი ტურბოძრავით, რომელიც 200 ცხენის ძალის სიმძლავრისაა და ექვსსიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. სუპერქარს 5 წამში 96 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. რაც შეეხება მის მაქსიმალურ სისწრაფეს, იგი 210 კმ/სთ-ს შეადგენს.
ახალი ,,ლამაზმანი” აღჭურვილია სპორტული სამუხრუჭე მექანიზმით, ABS-ით, ასევე სტერეო Bluetooth სისტემით. ასევე საბარგულით 75 ლ. ტევადობით.