LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელებმა რუსების რეკორდი მოხსნეს – Subaru–ებით ყველაზე გრძელი კოლონა შეადგინეს

59
usacarsews20109

ამერიკელებმა Subaru–ს ავტომობილებით რეკორდული სიგრძის კოლონა შეადგინეს. ორგანიზატორებმა ერთ რიგში 1751 ავტომობილი დააყენეს და გინესის რეკორდების წიგნში საპატიო ადგილი დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი რუსებს ეკუთვნოდათ, 5 წლის წინ მათ 549 „სუბარუს“ მოგროვება მოახერხეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, გინესის ახალი რეკორდი მაინც დამყარდა. უფრო მეტიც, რეკორდში მონაწილე ავტომფლობელებმა ფულიც კი გადაიხადეს, რომ ისტორიული მოვლენის მონაწილეები გამხდარიყვნენ. ორგანიზატორებმა თავის მხრივ პირობა დადეს, რომ შემოსულ თანხას მთლიანად ქველმოქმედებას მოახმარენ.

რაც შეეხება წინა რეკორდს, ის 2015 წელს დამყარდა. Subaru–ს მფლობელები ავტოდრომზე შეიკრიბნენ და ერთ რიგად 3,3 კილომეტრი გაიარეს. მთელ ამ პროცესს 2,5 საათი დასჭირდა და მოძრაობის სიჩქარე 5–7 კმ/სთ–ში იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები