LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელებმა Nissan GT-R-ით მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

23

ამერიკულმა ატელიე AMS Performance-მა Nissan GT-R-ით ახალი რეკორდი დაამყარა. ”გოძილას” ”დამუხტულმა” ვერსიამ ტრადიციული, 402 მეტრიანი გარბენი 7,14 წამში დაფარა. წინა რეკორდი, რომელიც Ekanoo Racing-ის გუნდს ეკუთვნოდა, მხოლოდ ერთ კვირას გაგრძელდა.

Ekanoo Racing-ის ტიუნერებმა მილის მეოთხედი 7,168 წამში დაფარეს და ფინიშთან ავტომობილმა 336,44 კილომეტრ/საათი დააფიქსირა. გაუმჯობესებული კუპეს სიმძლავრემ 2 500 ცხენის ძალა შეადგინა.

რაც შეეხება AMS Performance-ის ავტომობილის სიმძლავრეს, რომელსაც Alpha G უწოდეს, ასევე 2 500 ცხენის ძალა განავითარა, თუმცა 402 მეტრიანი დისტანციის ბოლოს GT-R-ის სიჩქარე 341,181 კილომეტრ/საათს შეადგენდა.

საინტერესოა, რომ პილოტს, სანამ მიღწევის შედეგებს გაიგებდა, ეგონა, რომ არც ისე სწრაფად მოდიოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები